შაბათს 15:00 საათზე ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 21:02 | 09.11.2020
ნანახია: 441

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, შაბათს 15:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მორიგ მასშტაბურ აქციას გამართავს.

როგორც მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თქვა, სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად უამრავი საპროტესტო აქცია გაიმართება.

"ბრძოლა არ შენელდება, უამრავი საპროტესტო აქცია დაემატება სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად, მაგრამ მე მგონია, რომ რუსთაველის გამზირზე ჩვენ ძალიან ბევრნი კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ კობახიძე-ივანიშვილი იძახის 7 000 და ჩვენ ვართ ზღვა ხალხი, ამიტომ მგონია, რომ აი, ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე, გადაივსება და ამით სხვა სტიმული მიეცემა ჩვენს ბრძოლას, მაგრამ შაბათამდე ჩემი ჩათვლით, მეგობრების ჩათვლით, ყველა ვიბრძოლებთ ყველა კუთხე-კუნჭულში, მოთმინებით უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადა მელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე