დიალოგის წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს - უგულავა

საქართველო, თბილისი - 21:00 | 09.11.2020
ნანახია: 420

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დიალოგის წინაპირობა უნდა იყოს.

მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგი არასდროს გამოურიცხავს და მისი საგანი სწორედ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად.

"პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობაც კი. ადამიანებს რატომ იჭერენ - რომ მერე საგანზე აღარ ელაპარაკონ. დავიჭერ ადამიანს, მერე მოდი, მელაპარაკე იმის გამოშვებაზე, ოღონდ საქმეზე არ მელაპარაკო. მაგრამ ჩვენთვის მორალური საკითხია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, ეს არის და იქნება უპირობო მოთხოვნა, იმიტომ, რომ ეს არის ინდიკატორი, რომ ნორმალურად იქცევი.

აბა დღეს როგორი სიტუაციაა - შანტაჟის და ძალადობის ენით გელაპარაკება და რა უნდა უთხრა". - ამბობს უგულავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე