ნუ ეგონება ივანიშვილს, რომ დაარღვევს ერთიანობას, ნუ ეგონება, რომ რაღაც გარკვეულ ბზარს შეიტანს ჩვენში - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 20:00 | 09.11.2020
ნანახია: 449

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ხელისუფლებას მოუწოდა ხალხის წინააღმდეგ წასვლას შეეშვას.

"მინდა, ხელისუფლებას მივმართო - შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, შეეშვით რეზინის ტყვიებს, გაზს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდაობა არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერც ერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როცა შენი მოქალაქეები ითხოვენ თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინაამდეგ მიდიხარ. ნუ ეგონება ივანიშვილს, რომ ის დაარღვევს ერთიანობას, ნუ ეგონება, რომ რაღაც გარკვეულ ბზარს შეიტანს ჩვენში, ან დაგვემუქრება, ან დაგვყოფს, არა, იმიტომ, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, ჩვენი სამშობლო არის ერთი, ყველა ამ სამშობლოს შვილები ვართ და არ ვაპირებთ, რომ ეს სამშობლო დავუთმოთ ივანიშვილს", - თქვა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილს დათმობაზე წასვლა მოუწევს და საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

"ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, მოუწევს ბიძინა ივანიშვილს დათმობაზე წასვლა, ისევე, როგორს ეს გააკეთა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში და აქ, აი, ამ მოედანზე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ამაყად, ერთად ყოფნით, ბევრი სირთულით, მაგრამ ეს იქნება ღირსეული გამარჯვება", - აღნიშნა დეკანოიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე