საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 20.01.2016
ნანახია: 1354

2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2204 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე