შეზღუდვას მე არ ვეთანხმები და არ დავიცავ, პირდაპირ ვამბობ - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:14 | 09.11.2020
ნანახია: 534

პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას არ ეთანხმება და არ დაიცავს. ამის შესახებ ელისაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები პოლიტიკური და კორონავირუსის პრევენციასთან არანაირი კავში არ აქვს.

"მე არ ვარ კანონმორჩილი, მე ვარ კანონის პატივისმცემელი კაცი. მე ჯერ უნდა ვეთანხმებოდე, ვაღიარებდე და სამართლიანად მიმაჩნდეს კანონი, რომ დავიცვა. ამ შეზღუდვას მე არ ვეთანხმები და არ დავიცავ, პირდაპირ ვამბობ, რადგან რა შუაშია კორონავირუსის პრევენციასთან, ვინმემ გამაგებინოს. ისეთივე აბსურდია, როგორიც ქუჩების მორეცხვა იყო - პაკაზუხა აღლუმები რომ მოაწყო კალაძემ, ცენტრალურ ქუჩებს რომ რეცხავდა და ვითომ განვდევნეთ კორონა. ბარემ შამანები ჩამოიყვანონ და შეალოცინონ - აბსურდი. 10 საათიდან 7 საათამდე არ იცის კორონა, თუ პირიქით, კორონას საფრთხეა ღამე. ეს არის ოპოზიციის დემონსტრაციის წინააღმდეგ მიმართული და ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას. ხალხი რომ არ აპროტესტებდეს ქუჩაში, იმიტომაა ეს რაღაცა. შესაბამისად, რასაც არ ვეთანხმები, იმას არ ვიცავ, როგორც უნდა ისე გაიგონ. ეს არის ჩემი უფლებების და დემონსტრაციის შეზღუდვა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალიან გული დამწყდა, რომ ყველასთვის საყვარელი ხალხი, სამი მუშკეტერი რომ დავარქვით, როგორ ლაპარაკობდნენ ან ამ შეზღუდვებზე, ან გუშინ რაც მოხდა, იმასთან დაკავშირებით", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე