საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან 6 პროცენტით მეტი ივაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 20.01.2016
ნანახია: 1322

2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 646 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2518 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 26, 22 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წელს 30 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე