მზად ვართ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:50 | 09.11.2020
ნანახია: 384

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, "ოცნებას" დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.

"გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავჯდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებებით და ა.შ", - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე