შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 02:25 | 09.11.2020
ნანახია: 385

შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"მინდა, გავაკეთო განცხადება ცესკო-ზე მიმდინარე შტურმთან დაკავშირებით, რომელსაც მეთაურობს კრიმინალი ნიკანორ მელია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფებს, გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი.

ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. მოვუწოდებთ შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ", - განაცხადა კობახიძემ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე