პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ – გამყრელიძე შეკითხვაზე, არის თუ არა წყლის ჭავლი საფრთხე

საქართველო, თბილისი - 00:36 | 09.11.2020
ნანახია: 458

შეკითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ "პოლიტიკურ კომენტარებს" არ აკეთებს.

"ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია". – უთხრა გამყრელიძემ მთავარ არხს.

"რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ... მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ, ქალბატონო, გესმით თქვენ თუ არა, ეს?" - მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე