ყველა ნაბიჯს, რასაც უკანონოდ გადადგამენ, ძალიან ძვირ ფასად მოიმკიან ივანიშვილი და მისი გარემოცვა - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 23:52 | 08.11.2020
ნანახია: 434

უტიფარი რეჟიმის პანიკაა, - ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერი ცესკოს შენობასთან აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებას.

სპეცრაზმმა აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად რამდენჯერმე გამოიყენა.

"იმ შეურაცხყოფის ფონზე, რაც ქართველ ხალხს მიაყენა ივანიშვილმა ამ არჩევნებით, კარგი გაგებით, ძალიან მშვიდი აქციაა - მტკიცე, მაგრამ მშვიდი. ყველა ნაბიჯს, რასაც უკანონოდ გადადგამენ, ძალიან ძვირ ფასად მოიმკიან ივანიშვილი და მისი გარემოცვა. რამდენჯერაც არ უნდა ჩაშალონ, ეს ვერ ჩაახშობს ამ პროტესტის გრძობას, უფრო გაამწვავებს და უფრო დრამატულს გახდის მათ ბედს", - თქვა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე