ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე - გუბაზ სანიკიძე

საქართველო, თბილისი - 16:17 | 04.11.2020
ნანახია: 752

ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე. განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" პარტიული სიის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

გუბაზ სანიკიძე ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში შეყვანის მიზნით მოლაპარაკებებს კონკრეტულ ინდივიდებთან ეცდება და არა პოლიტიკურ პარტიებთან.

"ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ვისაც კუჭისგვრემა და პოლიტიკური ფაღარათი აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ, დღეს რომ ამბობენ – არ შევალთო და ძალიან პოზიტიური ერთიანი პოზიცია რომ არსებობს, მათ ჰყავთ მეხოტბეებიც სოციალურ ქსელებში, ისე არ აღმოჩნდეს, ქალბატონებო და ბატონებო, რომ თქვენმა ფალავნებმა გადაყლაპონ სხვა რაღაცა და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ", - თქვა სანიკიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე