თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის, რომ ითმენს შეურაცხყოფებს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:11 | 04.11.2020
ნანახია: 496

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის, რომ ითმენს შეურაცხყოფებს, რაც განსაკუთრებით პირველ ღამეს მოითმინა.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძე ოპოციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლებიც ჟვანიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

მისი თქმით, სწორედ ამის გამო თამარ ჟვანია მოქალაქეთ მხრიდან თანადგომას იმსახურებს.

"თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის, რომ ითმენს იმ შეურაცხყოფებს, რაც განსაკუთრებით პირველ ღამეს მოითმინა. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უკულტურო ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ ცესკოს წევრები ნაცმოძრაობიდან და ევროპული საქართველოდან. ეს იყო მდარე ტიპის, უკულტურო ქცევა. ამისთვის ის იმსახურებს თანადგომას, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არამედ, თითოეული მოქალაქის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე