ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 14:00 | 04.11.2020
ნანახია: 432

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და ეუთო/ოდირის დელეგაციას, მის ხელმძღვანელ ჯილიან სტირკს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა.

თალაკვაძის თქმით, მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები.

„ მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული, ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. რეალურად შედეგებშიც ჩანს, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც, პოლიტიკუტმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში“, – განაცხად არჩილ თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე