პარლამენტში ყველა შევა. მაქვს ამის თქმის კონკრეტული საფუძველი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:43 | 04.11.2020
ნანახია: 387

პირადად მე არავისთან მქონია კომუნუკაცია, თუმცა მაქვს საფუძველი იმის სათქმელად, რომ საქართველოს პარლამენტში სურათი იქნება სათანადო და პარტიები იქნებიან პარლამენტში, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურირში".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, კობახიძემ უპასუხა, რომ: "ყველა ოპოზიციის წარმომადგენელთან -არა".

"ეს ასე მოხდება, როგორც ეს მოხდა 2016 წელს და კიდევ ერთხელ გავიმეორემ, ამის სათქმელად მაქვს კონკრეტული საფუძველი. დიდი შანსია, რომ ყველა პარტია შემოვიდეს პარლამენტში. აბსოლუტურად ყველა", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ფარულად მუშაობს, აგიტატორებს ამატებენ, რომ მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა.

"ეს ოლქებია, ისანი, სამგორი დ გლდანი", - თქვა კობახიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტში ყველა შევა, ზუსტად ისე, როგორც 2016 წელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე