პატარა პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს არიან აყოლილნი - გიორგი კახიანი

საქართველო, თბილისი - 19:45 | 03.11.2020
ნანახია: 504

პატარა პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს არიან აყოლილნი. განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა.

როგორც კახიანი აცხადებს, ქვეყანაში ხელმეორედ არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას.

"მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ არჩევნები იყო კონკურენტიანი, არჩევნები ჩატარდა ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად დესტრუქციულ ოპოზიციას. ერთი მხრივ, ამ რადიკალური ძალის, ნაციონალური მოძრაობის სახით და დანარჩენი ეს პატარა პარტიები, რომლებიც აყოლილები არიან ამ თამაშს.

ბუნებრივია, ჩვენ ვერ ავყვებით ამ დესტრუქციულ ძალას, მათ სრულიად უსუსურ მოსაზრებებს და პოზიციებს, თითქოს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები ჩატარდა საქართველოში, მეორე ტურის არჩევნები ჩატარდება და ისე როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული, ჩვენ გვექნება არჩევნების საბოლოო შედეგები და სამართლებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ ყოფნას, ისე როგორც კონსტიტუციური რეჟიმი ამას მოითხოვს", - განაცხადა კახიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე