ზუგდიდში მამაკაცმა თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 16:07 | 19.01.2016
ნანახია: 1638

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში - ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს უთანხმოება მეუღლესთან ჰქონდა. გარდაცვლილი უგონო მდგომარეობაში სახლში მეზობელმა იპოვნა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები ყვებიან, გუშინ, საღამოს ნიკა კვარაცხელიას მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა, რომლის შემდეგაც გარდაცვლილი აღარავის უნახავს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. თუმცა, ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

გამოძიებამ ნიკა კვარაცხელიას მეუღლე უკვე დაკითხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე