არ ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:51 | 03.11.2020
ნანახია: 542

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები ტოტალურად არის გაყალბებული.

"სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე, მოვითხოვთ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ხელმეორე არჩევნები. ამავდროულად, ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას, ეს იქნება უწყვეტი, ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. 7 ნოემბერს შაბათს საღამოს 17:00 საათზე ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახლა ეტაპზე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო მანდატებზე უარი ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ თქვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე