"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს

საქართველო, თბილისი - 18:55 | 02.11.2020
ნანახია: 750

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, არჩევნები არალეგიტიმურია და მისი შედეგების აღიარებას არ აპირებენ.

"ჩვენ - "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" გაერთიანებულ ოპოზიციას გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, მსგავსად სხვა ოპოზიცირი პოლიტიკური პარტიებისა, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. იქ არავის არაფერი გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა დღეს საზოგადოებაში, ყური ვუგდეთ საზოგადოებას და არ შევდივართ, არ ვიღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მანამდე საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ", "გირჩმა" და "პატრიოტთა ალიანსმა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე