"გირჩი" საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს

საქართველო, თბილისი - 18:54 | 02.11.2020
ნანახია: 481

"გირჩი" საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს. პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალური ბრიფინგზე გაახმოვანა.

პარტია არც დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დაგეგმილ მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების დეპუტატ გია ვოლსკის უნდა დაპირისპირებოდა.

მანამდე საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" და "პატრიოტთა ალიანსმა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე