"ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს

საქართველო, თბილისი - 18:52 | 02.11.2020
ნანახია: 455

ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები გაყალბებულია და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

"ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული, არა ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, დღეს იმსჯელა "ლელოს" პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ლელო" არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რადგან არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას", – განაცხადა ჯაფარიძემ.

მანამდე საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ საზოგადოებას ოფიციალური გადაწყვეტილება "ლეიბორისტულმა" პარტიამ და "ევროპულმა საქართველომ" გააცნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე