არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგვპაროს არჩევნები - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 16:32 | 02.11.2020
ნანახია: 435

ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, ყველას პოზიცია არის მტკიცე, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და ევროპული საქართველო არ აპირებს არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

”მე მგონი, განხილვადაც აღარ ღირს, ძალიან მტკიცე, ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და ცხადია, არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ არ ვაპირებთ შესვლას.

ეს არის ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგვპაროს არჩევნები, როგორც ინსტიტუტი. ამ ხელისუფლების მიერ მეორე ტური ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ, იმიტომ რომ არ ვიღებთ ზოგადად, ამ თამაშის წესებს არც მეორე ტურის სახით და არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის სახით. ამიტომ, ცხადია, მეორე ტური არ ჩატარდება.“ - განაცხადა ხოშტარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე