"ევროპული საქართველო" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 14:35 | 02.11.2020
ნანახია: 491

"ევროპული საქართველო" პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ დღეს გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს.

"არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბებული სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად პარტიული სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. არჩევნები, სადაც ადამიანებს აშინებენ კრიმინალები, სუსი და ადგილობრივი ხელისუფლება პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად.

ამიტომ, ჩვენი შეფასება არის აბსოლუტურად მკაფიო, ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება", - თქვა დავით ბაქრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე