ნიკა მელიას დაპატიმრება არ იქნება სწორი - ირაკლი კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე

საქართველო, თბილისი - 11:45 | 02.11.2020
ნანახია: 528

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება ელექტროსამაჯურის მოხსნის გამო პოლიტიკურად სწორი არ იქნება.

"პოლიტიკურად, მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი, ნიკა მელია ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მისი დაკავება მიზანშეწოლილი". - ამბობს კობახიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ გუშინ, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. მას ელექტრონული სამაჯური 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ეკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე