გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს COVID-19-ი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 02.11.2020
ნანახია: 386

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს COVID-19-ი დაუდგინდა.

მანამდე კორონავირუსი გიორგი გახარიას დაცვის ერთ თანამშრომელს დაუდგინდა, რის გამოც პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

"სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა COVID-19-ი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე