გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველო, თბილისი - 21:07 | 01.11.2020
ნანახია: 451

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“,- წერს გიორგი გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე