კენჭისყრის მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება არაა მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი - ტინი კოქსი

საქართველო, თბილისი - 18:49 | 01.11.2020
ნანახია: 392

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ტინი კოქსის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ან მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არაა.

კოქსმა მხარეებს მოუწოდა, ჯერ საბოლოო შედეგები ნახონ და ამის შემდეგ განიხილონ შესაძლებლობების გამოყენება.

"ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ უპირველეს ყოვლისა, ჯერ ნახონ შედეგები, გადახედონ შედეგებს და შემდეგ თუ საჭირო იქნება გამოიყენონ შესაძლებლობები გასაჩივრების მიმართულებით. მაგრამ, იმავე დღეს და მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება არაა მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი. თუნდაც დემონსტრაციების მოწყობა, არაა საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვიდნენ ადამიანები," - აღნიშნა ტინი კოქსიმ.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე