თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:24 | 01.11.2020
ნანახია: 508

თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები. ამბობს "ტელეკომპანია პირველთან" საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება.

სააკაშვილის თქმით, ის მზად არის, ქვეყნისთვის უყოყმანოდ გასწიროს თავი.

"თუ ოპოზიციის ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე ვარ მზად ჩემი ქვეყნისთვისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ. თუ ოპოზიციური ჯგუფები, პარტიები მოილაპარაკებენ რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო, ქართველ ხალხს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია არც ციხის, არც მოკვლის, არც არაფრის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები არ ეთანხმებიან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და გაყალბებულად მიიჩნევენ. ოპოზიციის სამოქმედო გეგმების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე