არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, დაცული იქნა ფუნდამენტური თავისუფლებები -ეუთო/ოდირის წარმომადგენელი

საქართველო, თბილისი - 17:23 | 01.11.2020
ნანახია: 393

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე - საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არჩევნების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

ეუთო/ოდირის წარმომადგენელმამადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მოიწვია.

"მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოგვიწვია დავკვირვებოდით ამ არჩევნებს. საქართველოს პარლამენტს მინდა მადლობა გადავუხადოთ იმისათვის, რომ დახმარება გაგვიწიეს ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით. პანდემიამ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევა შექმნა ჩვენი თანადამკვირვებლებისთვის, ასევე, ადგილობრივი პარტნიორებისთვის, რათა მათ ორგანიზება გაეწიათ არჩევნებისთვის. აღსანიშნავია ის, რომ ამ საფრთხის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა შეძლო, დიდი ოდენობით გამოცხადებულიყო საარჩევნო უბანზე და ხმა მიეცა. ასევე, გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ქართველ მასპინძლებს, რომ დამკვირვებლები პანდემიის კონტექსტში უსაფრთხოდ იყვნენ.

კორონავირუსის პანდემიამ მართლაც, წვლილი შეიტანა იმაში, რომ შექმნილიყო დიდი გამოწვევებით აღსავსე კონტექსტი. არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იქნა, თუმცა იყო მუდმივი ბრალდებები, ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ. არჩევნები გაიმართა ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს მოცემულობით და ეს არჩევნები, ზოგადად, ეფექტიანად იქნა განხორციელებული COVID- 19-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად. მაგრამ საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმომადგენლობამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების თუ რამდენად მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ხორციელდებოდა არჩევნები ყველა დონეზე”, - განაცხადა ეუთო/ოდირის წარმომადგენელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე