მარნეულში ერთმა პირმა სულ მცირე 10-ჯერ მისცა ხმა - TI

საქართველო, თბილისი - 16:51 | 01.11.2020
ნანახია: 568

"საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო" 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების შედეგების შეჯამებას აქვეყნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, მათ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

"მარნეულის #13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დადასტურება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიში სრულად, სადაც ასახულია ინფორმაცია სხვა დარღვევებისა და რეკომენდაციების შესახებ იხილეთ ბმულზე

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე