უკლებლივ ყველამ ოპოზიციურმა პარტიამ უარი უნდა ვთქვათ მანდატებზე - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:48 | 01.11.2020
ნანახია: 551

პარტია მოქალაქეების თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ახალ პარლამენტს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს და აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება.

ელისაშვილის თქმით, ახალი არჩევნებში ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის პირობებში უნდა ჩატარდეს.

"გუშინ ამაზრზენი არჩევნები ჩატარდა, ტოტალური გაყალბების პირობებში მიმდინარეობდა. ვნახეთ ათეულობით ოლქი, სადაც ქართული ოცნების ხმები ბევრჯერ აღემატებოდა არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობას, ეს დოკუმენტურად დადასტურებულია. უკლებლივ ყველამ ოპოზიციურმა პარტიამ უარი უნდა ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა და კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში", - განაცხადა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე