არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:16 | 01.11.2020
ნანახია: 538

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-გვერდზე არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის ფოტოს აქვეყნებს:

"საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება", - წერია სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე.

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგებს არ ეთანხმება და არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე