ახლა მომისმინე მე. ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ დაკარგავ ყველაფერს საერთოდ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 22:05 | 31.10.2020
ნანახია: 460

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა, აღიაროს დამარცხება.

"შენ პოლიტიკა არ გესმის. ახლა მომისმინე მე. ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ დაკარგავ ყველაფერს საერთოდ. ამიტომ არ გირჩევ იმის კეთებას, რასაც აკეთებ. მაგალითად, შეხედე, როგორ იქცევიან პოლიტიკოსები. უახლოეს წარსულში იყო ასეთი მმართველი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება, იმ წუთში გამოაცხადა თქვენი გამარჯვება და 1 თვე გეხმარებოდათ, რომ სტაჟირება გაგევლოთ მინისტრების პოსტებზე, პრემიერმინისტრის პოსტზე და ა.შ. ამიტომ არ აქვს აზრი იმას, რასაც აკეთებ. ეს დამთავრდება იმით, რომ საერთოდ ყველაფერს წააგებ, თავსაც წააგებ", - მიმართა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე