ამ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდა, გაფარჩაკდა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 21:46 | 31.10.2020
ნანახია: 670

საქართველოს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ე.წ. ქარმისი თქმით, გარდა პროპორციული სისტემისა, ნაციონალურმა მოძრაობამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და დიდი ქალაქი მოიგო. თულ ოცნებაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

"იმ პირობებში, რომ მე არ მომეცა ჩამოსვლის საშუალება, საქართველოს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ე.წ. ქართულ ოცნებაზე. ჩემი არყოფნის პირობებშიც კი ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო მინიმუმ 33%. ჩემი აზრით, უფრო ბევრიც, რადგან ნაციონალურმა მოიგო ყველა დიდი ქალაქი - მოიგო თბილისი, მოიგო ქუთაისი, მოიგო ბათუმი, მოიგო რუსთავი... ამ პირობებში, ეს ოპოზიციის ძალიან დიდი ტრიუმფია. ამ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდა, გაფარჩაკდა. ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოვაყალიბოთ. მე მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფი არც ერთი თანამდებობისთვის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესუსური ფიგურები. უკრაინის პრემიერობაზე ვთქვი სამჯერ უარი. საქართველოში მით უმეტეს არ მაინტერესებს, მათ შორის არც პრემიერობა.", - აღნიშნა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე