5%-ის ფარგლებში ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა. არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ამ ბიულეტენების გაბათილება - ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 21:21 | 31.10.2020
ნანახია: 377

არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ბიულეტენების გაბათილება როგორც ეს 2013 წელს გააკეთა, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისმა პარტიამ არჩევნებზე ამომრჩეველთა სულ მცირე 5%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანებს, ვინც მივიდა საარჩევნო უბანზე და თავისი აზრი დააფიქსირა. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი მათ, ვინც მივიდა და შემოხაზა სამი ნომერი. ვიცი, რომ ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრი იყო. მე ვიცი, რომ ყუთებში არის მინიმუმ 5%, სამწუხაროდ მეტი არა, მაგრამ 5%-ის ფარგლებში ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა. არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ამ ბიულეტენების გაბათილება როგორც ეს 2013 წელს გააკეთა, ან სხვა პარტიებისათვის გადალაგება, როგორც ეს გააკეთა 2016 წელს", - განაცხადა ბურჯანაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე