"ქართული ოცნება" გრძნობს გარდაუვალ მარცხს და ააქტიურებს ზონდერჯგუფებს - ზაალ უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:30 | 31.10.2020
ნანახია: 396

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი არჩევნების მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

"ქართული ოცნება, გრძნობს რა გარდაუვალ მარცხს, უკვე ძალიან ააქტიურებს ზონდერ-ჯგუფებს და სუს-ის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე. ისინი უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ პოლიცია არ რეაგირებს არცერთ ფაქტზე და პოლიცია ჩართულია ამ ძალიან მძიმე პროცესში." - ამბობს უდუმაშვილი.

ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, სამგორის 39-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა კი არაფერი მოიმოქმედეს. მისივე თქმით, გლდანში მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დამკვირვებელს თავს დაესხა, კრწანისის მე-8 უბანში კი ამომრჩეველს ფულს გადასცემენ.

"ქართულ ოცნებას" რესურსი აღარ გააჩნია, რომ ხალხი მიიყვანონ არჩევნებზე, აღარ ემორჩილებათ მათ უკვე არც მათი მხარდამჭერები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნების მარცხი დღევანდელ არჩევნებში არის გარდაუვალი," - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე