"ქართული ოცნება" მილიონ ხმას, ენმ - 360 ათასს, "ევროპული საქართველო" კი 70-80 ათას ხმას აიღებს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:28 | 31.10.2020
ნანახია: 435

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, "ქართული ოცნება" მილიონ ხმას, "ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია" 360 ათასს, ხოლო "ევროპული საქართველო" 70-80 ათას ხმას აიღებს.

კობახიძის განცხადებით, ეს მონაცემები "ოცნებას" კარდაკარის გამოკითხვით აქვს.

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო.

"არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური. ამ ეტაპზე, ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30- ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე