მსოფლიოში ტურისტების რაოდენობამ 1,2 მლრდ-ი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 19.01.2016
ნანახია: 1400

2015 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა 4,4 %-ით გაიზარდა და 1,184 მლრდ ადამიანი შეადგინა. აღნიშნულის მონაცემები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2015 წელს 4,4 %-ით გაიზარდა და 1,184 მლრდ ადამიანს მიაღწია.შესაბამისად საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 50 მლნ ადამიანითაა გაზრდილი.

როგორც უცხოური მედია წერს, 2015 წელს, 2010 წლის ვარდნის შემდგომ, მსოფლიოში ტურისტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

თუ კი გადავავლებთ თვალს, სად მიდიან და სად ისვენებენ ტურისტები, აღმოჩნდება, რომ 5 %-იანი მატებაა ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების მიმართულებით.

ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ტურისტების 3 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. სამაგიეროდ 3 %-ით შემცირდა ტურისტების რაოდენობა აფრიკის მიმართულებით.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტების ზრდას 2016 წელსაც პროგნოზირებს, თუმც მიმდინარე წელს ზრდა 2015 წელთან შედარებით დაბალი იქნება. 2016 წელს საუბარია 4 %-იან ზრდაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე