კელი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია

საქართველო, თბილისი - 12:50 | 31.10.2020
ნანახია: 351

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია. განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე. სამართლიანი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ხმა უდრის ერთ ამომრჩეველს და არა საარჩევნო ყუთში ჩაყრილ ბიულეტენებს, ხმის მრავალჯერ მიცემას, ან კიდევ გამარჯვების მისაღწევად გაყალბების სხვა მეთოდების გამოყენებას. სამართლიან არჩევნებში არ უნდა ქონდეს ადგილი დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ან ამომრჩევლის დაძალებას ფოტო გადაუღოს თავის ბიულეტენს. საბოლოოდ, საქართველოში არჩევნების წარმატებულად ჩატარება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ხმა არჩევნებში ხმის მიცემის გზით დაფიქსირდეს. ასე რომ, გაიკეთეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია და წადით არჩევნებზე ხმის მისაცემად", - განაცხადა კელი დეგნანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე