მაქვს უფლება, ვატარო ჩემი პირადი იარაღი - დიმიტრი შაშკინი

საქართველო, თბილისი - 12:24 | 31.10.2020
ნანახია: 468

მაქვს უფლება შსს-ს მიერ მინიჭებული, რომ ვატარო ჩემი პირადი იარაღი, მე არ ვიყავი საარჩევნო უბანზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა განაცხადა.

მან ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა, თუმცა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა.

"მაქვს უფლება შსს-ს მიერ მინიჭებული, რომ ვატარო ჩემი პირადი იარაღი, მე არ ვიყავი საარჩევნო უბანზე, ვჯდებოდი მანქანაში, როცა ოცნების მიერ გამოგზავნილმა პროვოკატორებმა გადამიღეს, მე კანდიდატი ვარ და საარჩევო უბანზე შესვლის უფლება არ მაქვს. ბოლნისში ჩვენ აქტივისტებს ესვრიან, სცემენ, მე მაქვს შსს-ს მიერ მაქვს უფლება, რომ იარაღი საკუთარი თავდაცვისთვის ვატარო. ამ რაიონში თარეშობს გოგი მეშველიანის ბანდა",– განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა. ფოტოში ჩანს როგორ გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იარაღით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე