ხმა მივეცი იმას, რომ ამ "ლუნატიკმა" დაამთავროს მმართველობა - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 12:07 | 31.10.2020
ნანახია: 422

ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

“რა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ამ ლუნატიკმა დაამთავროს მმართველობა და ქვეყნის წვალება, ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს, განვითარების გზაზე, ქვეყანას ჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს და ეფექტურად შეებრძოლება პანდემიას. ქვეყანას აღარ ჭირდება ბატონი, ჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის მსახური, მოვა, იმსახურებს და წავა, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ასეთი არის ევროპული საქართველო ,”- განაცხადა უგულავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე