ამომრჩევლებს აძლევენ ბიულეტინს, სადაც 2 ნომერი ჩამოხეულია - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 12:00 | 31.10.2020
ნანახია: 445

"ევროპულ საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ვაკისა და გურჯაანის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლებს მისცეს ბიულეტინი, სადაც 2 ნომერი, მათი პარტიის საარჩევნო ნომერი, ჩამოხეული იყო. მას შემდეგ კი, რაც დამკვირვებელმა ეს ფაქტი გაასაჩივრა, კომისიის თავმჯდომარემ ის უბნიდან გააძევა.

"ძალიან სერიოზული პრობლემა დაფიქსირდა დილიდან რადენიმე ოლქსა და უბანზე. კონკრეტულად ეს არის ვაკის 54-ე უბანი, ასევე გურჯაანის 31 უბანი, სადაც ვხედავთ ასეთ პრაქტიკას, "ქართული ოცნების" კომისიის წევრები, როდესაც ბიულეტენს აძლევენ ამომრჩეველს, ისე ახევენ ბიულეტენს, რომ 2 ნომერი მასზე არის მოხეული. პრაქტიკულად, ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტინს 2 ნომრის გარეშე, ეს არის დაფიქსირებული რამდენიმე უბანზე," - განაცხადა კაპანაძემ. 

ასევე კაპანაძის ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე, საარჩევნო ურნები დგას ისე, რომ მარტივად არის შესაძლებელი დანახვა, რა ნომერს ხაზავს ამომრჩეველი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე