არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 11:43 | 31.10.2020
ნანახია: 367

„არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას“ - ამის შესახებ კახა კალაძემ ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს აქტიურობისთვის.

„ხალხმრავლობაა საარჩევნო უბანზე, რაც ძალიან კარგია. მინდა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მადლობა გადავუხადო, რომ იხდის თავის მოქალაქეობრივ ვალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კოალიციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება, რადგან "ქართულ ოცნებას" დიდი მხარდაჭერა აქვს.

"კოალიციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არაა, არ იქნება ამის აუცილებლობა, რადგან იმხელა მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას. კოალიციური მთავრობა იქმნება თუ 40%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, დღეს ამის აუცილებლობა არ დგას", - თქვა კალაძემ.

მისი თქმით, დიდი შესაძლებლობაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურების გარეშე გაიმარჯვოს.

"ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ ყველა რაიონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ბევრ ადამიანს შევხვდით და ის განწყობები, რაცაა ჩვენი გუნდის მიმართ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში, ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურების გარეშე", - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე