დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 09:55 | 31.10.2020
ნანახია: 446

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. საარჩევნო უბანთან მან განაცხადა, რომ ხმა მისცა საქართველოს მომავალს და აღმშენებლობას.

„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ოჯახთან, მეუღლესთან, ბავშვებთან ერთად მოვედი. ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. რაღა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. ხმა მივეცი იმას, რომ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ყველას ვთხოვთ, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან თქვენს ხელშია ​საქართველოს მომავლის გასაღები. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი დღე. ეს განსაზღვრავს ქვეყნის შემდგომ ათწლეულებს, როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალქო ვალდებულებას და უფლებას. მომავალი, აღმშენებლობა აუცილებლად გაიმარჯვებს, ყველა ერთად გაიმარჯვებს. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მიეცით ხმა, ოღონდ მოდით არჩევნებზე, ოღონდ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე