ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ, ვფიქრობ, 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას" - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 09:49 | 31.10.2020
ნანახია: 428

ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

"დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღობას, ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვას. ადამიანზე მორგებული ეს ღირებულებები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გააზრებული. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიმართულებას მისცემს ხმას.

მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის მომავალს მისცენ ხმა. ჩვენ მუდამ ვაცხადებთ, რომ გვექნება არანაკლებ 55%-ისა და არაუმეტეს 60%-ისა. შიდაპარტიულის გარდა, სხვა კვლევებიც არსებობს. 2-3 ტელეარხი სიცრუეზეა აგებული და მათ ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები კი სწორედ ამაზე მიუთითებს. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. მე ვფიქრობ, რომ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას", - განაცხადა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე