დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 09:39 | 31.10.2020
ნანახია: 418

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი დღე არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ შეცვალონ მომავალი 4 წელი უკეთესობისაკენ.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მან პირადად ხმა მისცა ქვეყანაში ცვლილებებს. ბაქრაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ხვალიდან ყველა ერთად ახალი ენერგიითა და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს ქვეყანაში

„ვხედავთ, რომ დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე, ასეთი დიდი აქტივობა დიდი ხანია არ მახსენდება.

მე პირადად ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება, წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში.
თითოეულ მოქალაქეს ესმის, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი მათი ცხოვრების მომავალი 4 წლისთვის და დღეს არის შანსი, რომ ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისაკენ და ადამიანები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად.“ - განაცხადა ბაქრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე