დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 09:35 | 31.10.2020
ნანახია: 627

ჩვენ დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე N67 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ.

„მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე დღეს მისცემს ხმას, ანუ თავისუფლად, წყნარად, რამდენადაც შეიძლება. ამისთვის დიდი მადლობა, ახლა რაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესუაბროთ ასე წყნარად და ასე უნდა იყოს ყოველთვის, მე მგონი ამას მივეჩვევით. ეს იქნება ჩვენი ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ევროპული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მოვიდეს, ძალიან მშვიდად მოვიდეს აქ. დაცული არის ყველა ზომები, რომ ყველამ შეძლოთ უბანზე მობრძანება და ხმის მიცემა, ნურაფრის ნუ გეშინიათ.

თქვენ თვითონაც დაიცავით დისტანცია, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობა არის, რომ დისტანცია დაცული იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება, მშვიდობიანად და მე გისურვებთ ხვალინდელ, ქართულ საზოგადოების და სახელმწიფოს დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე