"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ მობრუნდება - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 23:21 | 30.10.2020
ნანახია: 465

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ მობრუნდება ხელისუფლებაში, - თქვა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, დღეს არ არის იმის საშიშროება, რომ "ბიძინა მიდის და მიშა მოდის".

"თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არარსებობს, რომ პრემიერ-მინისტრად დავუჭირო სააკაშვილი კანდიდატურას მხარი. დიახ, მრავალპარტიული უნდა იყოს კოალიცია, რომელიც მოვა და ეს იქნება შანსი იმისა, რომ ერთი ადამიანის შეკვეთილ მუსიკაზე, არ მოითხოვს ამ ერთმა ადამიანმა, იმოქმედოს მთელმა საქართველომ", - თქვა ბურჯანაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე