არანაირი კვლევები არ მჭირდება, ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 17:00 | 30.10.2020
ნანახია: 405

არანაირი კვლევები და რეიტინგები არ მჭირდება, ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, არჩევნების მერე გაგიმხელთ. განაცხადა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

"რეიტინგები, გრუ, ჩატებიდან ამოღებული რაღაც. სამწუხაროა, ეს ყველაფერი. თემა არის შემდეგში, მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული. მარტივი მიზეზის გამო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში. ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე