"ქართულ ოცნებას" აქვს არნახული მხარდაჭერა - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 13:23 | 30.10.2020
ნანახია: 387

"ქართულ ოცნებას" აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა. ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას თქმით, უნდა გაგრძელდეს ის აღმშენებლობა, ის რეფორმები, რომლებიც დაწყებული აქვს "ქართულ ოცნებას" და მას ამისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია პროგრამაში.

"მე და კახიმ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო და დღეს ჩვენ გვაქვს საარჩევნო კამპანიის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ბოლო დღე, მას ვასრულებთ თბილისში და შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა. ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა. ჩვენი ყველა მოქალაქე ხედავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის აღმშენებლობა, ის რეფორმები, რომლებიც დაწყებული გვაქვს და ჩვენ გვაქვს ამისთვის კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია ჩვენს პროგრამაში. ეს გეგმა პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებს, გარდა ამისა, რა თქმა უნდა - ადამიანის უფლებებს და ჩვენი დემოკრატიის ინსტიტუციურ გაძლიერებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე