სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 30.10.2020
ნანახია: 350

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გუშინ, გვიან ღამით, გორთან სატვირთო ავტომანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

პოლიციამ გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე